ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზახაროვა ყარაბაღში კრიზისს ფაშინიანის განცხადებებს უკავშირებს

31 აგვისტო, 2023 • 1287
ზახაროვა ყარაბაღში კრიზისს ფაშინიანის განცხადებებს უკავშირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, ყარაბაღში, ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში სომხეთის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

“რუსი სამშვიდობოების დადანაშაულება ლაჩინის კორიდორში არასტაბილური სიტუაციის გამო, არასწორია. ლაჩინის კორიდორში ამჟამინდელი სიტუაცია სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარების შედეგია. ეს დაფიქსირებული იყო 2023 წის მაისში და 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე “, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

ევროპულ სამიტზე პრაღაში- ფაშინიანმა, მართალია, ზეპირად, მაგრამ ირიბად მაინც ცნო მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. 2023 წლის მაისში კი ეს აღიარება უკვე არაორაზროვანი განცხადებით გაამყარა – რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მთიანი ყარაბაღის ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ იქ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი იარსებებს.
სომხეთის ამ განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის პოლიტიკა უფრო ხისტი გახადა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი