ახალი ამბები

ევროკომისია არ ეთანხმება მიშელის განცხადებას EU-ს გაფართოების თარიღზე

30 აგვისტო, 2023 • 2262
ევროკომისია არ ეთანხმება მიშელის განცხადებას EU-ს გაფართოების თარიღზე

ევროკომისია არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელებაზე. Politico-ს თანახმად, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, დანა სპინატმა გუშინ, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენ თარიღზე არ ვართ ორიენტირებული, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლო მუშაობაზე ვართ ორიენტირებული, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”, — განმარტა სპინატმა.

მისი თქმით, შარლ მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკითხი არ განუხილავს ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება ოცნება აღარ არის და ევროკავშირი 2030 წლისთვის უკვე მზად უნდა იყოს ამისთვის. ის სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

შარლ მიშელის თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას განიხილავენ.

„ჩვენ მყარ პოზიციას დავიკავებთ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე. მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან მე ველი ველი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი