საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის  ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა. 

მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ, საქართველოს რკინიგზის კუთვნილი  შტადლერის წარმოების  4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს. ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შტადლერის ქარხანა  დაათვალიერეს.