ახალი ამბები

კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

30 აგვისტო, 2023 • 1027
კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს პრეზიდენტი 31 აგვისტოს ბერლინში ვიზიტით დაიწყებს, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროპული საბჭო 2023 წლის ბოლოს განიხილავს. მანამდე კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეაფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი