ახალი ამბები

ესპანეთის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო რუბიალესის წინააღმდეგ

28 აგვისტო, 2023 • 1525
ესპანეთის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო რუბიალესის წინააღმდეგ

ესპანეთის პროკურატურამ წინასწარი გამოიძება დაიწყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ, სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტზე.

როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიების დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ რუბიალესმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაზე ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს უნებართვოდ აკოცა ტუჩებში.

 თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ მას ეს კოცნა არ მოსწონებია და იგი არ იყო დაფუძნებული ორმხრივ თანხმობაზე.რუბიალესი უარს ამბობს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომაზე, მიუხედავად საზოგადოებისა და მათ შორის, მთავრობის წევრების მოწოდებებისა. მის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა ქალთა გუნდის სამწვრთნელო შტაბი (მთავარი მწვრთნელის გარდა), ხოლო ქალთა ნაკრების საჩემპიონო შემადგენლობა უარს ამბობს თამაშზე მანამ, სანამ იგი პოსტზე იქნება.

შიმშილობა შვილზე დაწყებული „არაადამიანური ნადირობის“ გამო გამოაცხადა რუბიალესის დედამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი