ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ალიევი ბელგიელ მინისტრს პროსომხური პოზიციების გამო აღარ შეხვდება” – trend.az

24 აგვისტო, 2023 • 1068
“ალიევი ბელგიელ მინისტრს პროსომხური პოზიციების გამო აღარ შეხვდება” – trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ შეხვდება ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჯა ლაბიბის, სომხეთში დაფიქსირებული მისი პროსომხური პოზიციის გამო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო trend.az წერს, რომ როგორც წესი, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში ვიტიზით მყოფ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად ასეთი შეხვედრა არ შედგება.

“სომხეთში ვიზიტისას აჯა ლაბიბი მივიდა “სომეხთა გენოციდის” ძეგლთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე პროსომხური პოზიციები და აზერბაიჯანის მისამართით უსაფუძვლო პრეტენზიები გამოხატა”, – წერს გამოცემა.

აჯა ლაბიბის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში  22 აგვისტოს სომხეთიდან დაიწყო. 23 აგვისტოს ის საქართველოს ესტუმრა, 24-ში კი – აზერბაიჯანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი