ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რეგიონში სტაბილურობა დიდწილად ბაქოს და მოსკოვის ურთიერთობებზეა დამოკიდებული – ალიევი

20 აგვისტო, 2024 •
რეგიონში სტაბილურობა დიდწილად ბაქოს და მოსკოვის ურთიერთობებზეა დამოკიდებული – ალიევი

“სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიდწილად ბაქოსა და მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

ვლადიმერ პუტინმა ბაქოში პირდაპირი და გაფართოებული შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობასთან. ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში რიგი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და განათლების სფეროებში.

ალიევის განცხადებითვე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები დეტალურად განიხილეს ვიწრო ფორმატში პუტინთან შეხვედრაზე.

“წინა წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება დადგა. აზერბაიჯანმა მთლიანად აღადგინა საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ახალ შესაძლებლობებს ხსნის სამხრეთ კავკასიაში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად”, – განაცხადა ალიევმა.

პუტინი ბაქოში – მას ალიევმა და მისმა ცოლმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს

 

ალიევმა პუტინი ბაქოში “მერსედესით” გაასეირნა – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი