ნიკა მუსავი
აზერბაიჯანიდან ემიგრაცია ნაკლებად შესამჩნევი მოვლენაა, მაგრამ მისი მასშტაბებისა და სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ფრიად საინტერესო. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანიდან მიმდინარე ემიგრაციის პროცესი, ყველაზე ინტენსიურია აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიაში. ის ვერ შეედრება 1990-იანი წლების ფართომასშტაბიანი ემიგრაციასაც კი, როდესაც მხოლოდ ცოტას თუ შეეძლო მეზობელ რუსეთზე შორს წასვლა. 2018 წელს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) დაითვალა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 1,1 მილიონი აზერბაიჯანელი ემიგრანტი. გაეროს მიგრანტთა ფონდის მონაცემებით, 2020 წლის შუა რიცხვებში აზერბაიჯანიდან ემიგრაციის მაჩვენებელი მთლიანი მოსახლეობის 10,6%-ს შეადგენდა.
“დაახლოებითი მოკვლევის შემდეგ“ ისინი იყოფიან სხვადასხვა კატეგორიებად: რეალური და წარმოსახვითი პოლიტიკური ლტოლვილებიდან დაწყებული სტუდენტებამდე, რომლებიც აღარ დაბრუნდნენ; მუშებიდან და მოვაჭრეებიდან – მაღალკვალიფიციურ ინჟინრებსა და ექიმებამდე, ქვიარებიდან – ტრადიციულ ოჯახებამდე. ბევრი მათგანი დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა დედაქალაქ ბაქოში, მაგრამ წასვლის შემდეგ, დაკარგეს ემოციური კავშირი ქალაქთან.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მათ ბაქო არ ახსოვთ. მაგრამ მეხსიერება განსხვავდება ნოსტალგიისგან. ქალაქის სახე (თუნდაც პერიოდულად ჩამოვიდნენ და ეწვიონ მას) დროთა განმავლობაში, სულ უფრო ბუნდოვანი და წაშლილი ხდება. თანდათან, ამ ემიგრანტების “მეხსიერების ბარათზე” რეალური ურბანული ლანდშაფტიდან მხოლოდ რამდენიმე ადგილი რჩება, რომლებთანაც მათ რაღაც პირადული აკავშირებთ.
აიტიანი – ჟურნალისტი, საქართველო
ყველაზე ხშირად “გაფართოებული შემადგენლობით” მე და ჩემი ჟურნალისტი მეგობრები მძიმე დანაშაულთა სასამართლოს შენობის წინ ვიკრიბებოდით. “წინ” იმიტომ, რომ არასოდეს გვიშვებდნენ შენობის შიგნით. ჩვენ კი გარეთ ვიდექით და ველოდით მორიგი ოპოზიციონერის ან აქტივისტის საქმის მორიგი სხდომის დასრულებას. 2012-2013 წლიდან ეს, თავის მხრივ, ტრადიციად იქცა.
ამ ადგილამდე მისასვლელად ყოფილი ბასინის ქუჩის გასწვრივ მიწევდა გავლა. ახლა რა ჰქვია, არ მახსოვს. ადრე იქ ძველი უბნები იყო, რომლებიც დაანგრიეს და მათ ადგილას პარკი გააშენეს. მე ყოველთვის მივდიოდი მის გასწვრივ მიმავალ ტროტუარზე და არა თავად პარკში, რომელშიც თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. რადგან საკუთარი თვალებით დავინახე, როგორ და რამხელა სკანდალით გამოასახლეს ამ უბნების მცხოვრებლები, რომელთაც სანაცვლოდ რაღაც კაპიკები გადაუხადეს.
ჯამილი – პროგრამისტი, ვილნიუსი
აღარ ვიცი ახალი ადგილები ბაქოში, რომლებიც ჩემი წასვლის შემდეგ გაჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან ჩავდივარ ხოლმე. შესაბამისად, ბაქო ჩემთვის ზუსტად ისეთივე რჩება, როგორიც ათზე მეტი წლის წინ დავტოვე. ახლა კი, როდესაც ჩავდივარ, საკმარისი დრო მხოლოდ ნაცნობი მარშრუტის გასავლელად მაქვს A წერტილიდან B წერტილამდე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, კარგად ქალაქს მაშინაც კი არ ვიცნობდი, როდესაც იქ ვცხოვრობდი.
მთელი ქალაქიდან ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ადგილები, ძირითადად, რომანტიკულ მომენტებთან არის დაკავშირებული. პირველი პაემანი, პირველი კოცნა… მეტრო “ბაქსოვეტის” ზემოთ არის ერთი ადგილი – სადაც ქალაქის ამაღლებული ნაწილი იწყება. იქ არის განმარტოებული ეზო საბავშვო სასრიალოთი და საბჭოთა მოზაიკით. მახსოვს, როგორ ვიჯექი იქ ჩემს ცხოვრებაში პირველ შეყვარებულთან ერთად და არ მესმოდა, რა უნდა გამეკეთებინა. იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი შეყვარებული იქნებოდა. მგონი, მაშინ არც კი გვიკოცნია ერთმანეთისთვის. კარგი და ამაღელვებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი წლის ვიყავი, სადღაც 19-20.
გაიბი – ფსიქიატრი, გერმანია
ახალგაზრდობაში, მე და ჩემი მეგობრები გამუდმებით შემოქმედებით საქმიანობაში ვიყავით ჩართულები… “კავეენი”, რეპ-ჯგუფი, სხვა რაღაცები… ყოველთვის ვიფიქრებდით პროექტებს და ვიკრიბებოდით ვინმეს ბინაში ამ პროექტებზე სამუშაოდ. ჩვენ ვწერდით სცენარებს და გავდიოდით რეპეტიციებს. მიკროფონის მიბმა იატაკის საწმენდთან, ახალი რეპის ჩაწერა, მოსმენა, ხელახალი ჩაწერა… მთელი ღამე. ეს ყველაფერი მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანდა.
ასე მგონია, არასოდეს ვიცოდი ამ ბინების მისამართები, მაგრამ მახსოვს მათკენ მიმავალი მარშრუტები. ჯერ მეტროთი “ნარიმან ნარიმანოვის” სადგურამდე, შემდეგ ასი მეტრი და შესახვევი მარცხნივ ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში… და მახსოვს, როგორ იყო მოწყობილი ეს ბინები. განსაკუთრებით კარგად მახსოვს მაცივრები. მათ ჩვენთვის განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ. რადგან “მეგობრობა არის ის, როდესაც შეგიძლია სხვის სახლში მაცივარი გააღო და ნებართვის გარეშე აიღო, რაც გინდა”. ამაზე ვხუმრობდით მაშინ.
ნიჯატი – იურისტი, ჩეხეთი
მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორის მოადგილე მამაჩემის მეგობარი იყო და ბავშვობაში იქ ყველა კუთხეში დავდიოდი. ყველაზე მეტად მას გარდაცვლილი მსახიობის გულშენ გურბანოვას საგრიმიოროში შესვლა უყვარდა. კაშკაშა კოსტიუმების თაიგული, ჩემთვის უცნობი დანიშნულების ქილები… ეს ყველაფერი შთამბეჭდავი და მომხიბვლელი იყო. გულშენ გურბანოვა კი ყოველ ჯერზე მკოცნიდა და სირცხვილისგან ვწითლდებოდი.
უკვე თინეიჯერობაში, ჩემსა და თანატოლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბაქოში პირველმა უნისექს საპირფარეშომ, “ფირუზას” კაფეში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. ყოველი შემთხვევისთვის, ეს იყო პირველი უნისექსის ტუალეტი, რომელიც ვნახეთ. ამ კაფედან არცთუ ისე შორს, პოეტი ნიზამი განჯის ძეგლიდან ჩამომავალ მარმარილოს კიბეებზე გორგოლაჭებით ჩავდიოდით. ჩვენს კომპანიაში ერთი გოგონა იყო, სახელად, აიკა. ის “ვარსკვლავი” იყო, ყველა გაგებით. ყველაზე მაგარი მოციგურავე და ასევე, იმდროინდელი ყველაზე პოპულარული თინეიჯერული შოუს “სხვენის” წამყვანი.
მაგრამ პოეტის ძეგლის გარშემო ნამდვილად ვერ იმოგზაურებდი. მოტოდრომზე რეალური სივრცე იყო, სადაც სასწავლო მანქანებს ვატარებდით. მაშინ 14 წლის ვიყავი. მას შემდეგ საჭესთან არ ვმჯდარვარ და არც მანქანის ტარება მისწავლია.
***
…დროთა განმავლობაში ერთმანეთს ეფარება მოგონებები სხვადასხვა ქალაქების, განსხვავებული რეალობის შესახებ, ერთიანდებიან საერთო განცდით, სიტუაციების მსგავსებით, პერსონაჟებით. შენს მეხსიერებაში, ბაქოს ცენტრში ნავთობის ბუმის დროინდელი სასახლის ფანჯრიდან რომ იყურები, ათი წლის შემდეგ აყვავებულ წაბლის ხეებს ხედავ ევროპის პროვინციაში.
ხალხი, ვინც ოდესღაც ამ ქალაქმა შეკრიბა, გადადის სხვადასხვა ქალაქებში, რომელთაგან თითოეულში ისინი ბევრად უფრო მეტჯერ შესაძლოა შეხვდნენ, ვიდრე ბაქოში. თითოეული მათგანი, თავის მხრივ, გახდება ახალი პეიზაჟი ახალი ცხოვრებისეული მოვლენებისთვის. ♠