ახალი ამბებიკინო

ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი” კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაშია

18 აპრილი, 2023 • 9104
ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი” კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაშია

ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი შაშვი მაყვალი” მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა შედგება კანის კინოფესტივალზე.

სურათი  მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ სექციაში  „Quinzaine des cinéastes”.პროგრამა 1969 წელს დაარსდა და მიმდინარეობს კანის ფესტივალის მთავარი კონკურსის პარალელურად. მასში მონაწილეობას იღებს გამორჩეული ხედვის  რეჟისორების ნამუშევრები.

შაშვი შაშვი მაყვალი ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის აღწერაც ამგვარია:

პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთერო არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი, რომელსაც აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის.  თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.

 

ფოტო გარეკანზე: Alva film production

მასალების გადაბეჭდვის წესი