ახალი ამბები

ნიდერლანდებს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

18 აგვისტო, 2023 • 2417
ნიდერლანდებს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ნიდერლანდებს საქართველოში ახალი ელჩი, მელინე არაკელიანი, ჰყავს.

ახალი ელჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას უკვე შეუდგა. მან რწუმენებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

„ველით, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობები უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთად არაერთ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – ნათქვამია ნიდერლანდების საელჩოს განცხადებაში.]

ნიდერლანდების წინა ელჩმა საქართველშო მაიკე ვან კოლდამმა თავის მისია ივლისში დაასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი