ახალი ამბები

მომდევნო წელს ისრაელთან თავისუფალ ვაჭრობაზე ვიწყებთ მოლაპარაკებებს – ღარიბაშვილი

17 აგვისტო, 2023 • 1814
მომდევნო წელს ისრაელთან თავისუფალ ვაჭრობაზე ვიწყებთ მოლაპარაკებებს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს ისრაელთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებები დაიწყება.

ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა, ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები.

მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი