ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: დიდუბეში ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა

17 აგვისტო, 2023 • 2690
საქართველოს რკინიგზა: დიდუბეში ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დღეს გამთენიისას დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე  ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა.

რკინიგზის ცნობით, მომხდარის შედეგადდ როებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

საქართველოს რკინიგზის თქმით, შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ“, — ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: ტელეკომპანია „ფორმულა“

მასალების გადაბეჭდვის წესი