ახალი ამბები

შოვში დაღუპულთა შორის ამოიცნეს გენადი სულთანიშვილი

9 აგვისტო, 2023 • 5638
შოვში დაღუპულთა შორის ამოიცნეს გენადი სულთანიშვილი

შოვში სტიქიას ემსხვერპლა რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი, მამუკა ცერცვაძე  ადასტურებს.

გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლის მკვიდრი იყო, ანსამბლის გარდა, შოვში კოტეჯებთან არსებული სასადილოს შეფ-მზარეული იყო. ოჯახი ამბობდა, რომ 3 აგვისტოს სწორედ კოტეჯებთან იმყოფებოდა – სტიქიის ეპიცენტრში.

გარეკანი ფოტო: მთის ამბები


ამ დრომდე არსებული ოფიციალური ცნობებით, შოვში სტიქიას ემსხვერპლა 19 ადამიანი. ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ მოქალაქეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი