ახალი ამბები

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

28 ივლისი, 2010 • • 1198
“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ცხივნალში გამომავალი გაზეთის, “21 საუკუნე” რედაქტორია.

ცხოვრებოვმა “ამნესტი ინტერნეიშენალს” აცნობა, რომ შაბათს ცხინვალის ცენტრში  მას ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. დანებითა და პისტოლეტით შეიარაღებულ მოქალაქეებში მან სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სამი წევრი ამოიცნო. ცხოვრებოვის თქმით, აგრესიის მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობა და სამოქალაქო აქტივობაა.

“დეფაქტო მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ მსგავსი ქმედებები დასაგმობია”, – აცხადებს ნიკოლა დაქუორთი, “ამნესტი ინტერნეიშენალის” ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი.

თემურ ცხოვრებოვი დღემდე ჰოსპიტალში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი