ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი 2 აგვისტოდან “სასაზღვრო ზონაში” ვაჭრობის დაშვებაზე იუწყება

2 აგვისტო, 2023 •
ცხინვალი 2 აგვისტოდან “სასაზღვრო ზონაში” ვაჭრობის დაშვებაზე იუწყება

“2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, საყოფაცხოვრებო საქმიანობა განახორციელონ, კერძოდ, შეისყიდონ და გადმოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ცხინვალის, ზნაურისა და ლენინგორის [ახალგორი –რედ.] რაიონების სასაზღვრო ზონაში შესაბამისი ნებართვის გარეშე”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს.

ამასთან, როგორც უწყების ცნობაშია მითითებული, სასაზღვრო ზონაში გადასასვლელად მათ დასჭირდებათ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოში მისვლა და შესაბამისი რეგისტრაცია.

უფრო მეტი ინფორმაცია “სასაზღვრო ზონაში” ვაჭრობის შესახებ ცხინვალს არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი