ახალი ამბები

გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა, დაიღუპა 1 მგზავრი

30 ივლისი, 2023 • 1157
გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა, დაიღუპა 1 მგზავრი

დღეს, 30 ივლისს, გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა.

თვითმხილველის თქმით, დაშავებულებს შორის არიან ტურისტები.

უკვე ადგილზეა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური, მუშაობენ სამართალდამცველებიც.

კურორტ გომისმთაზე ამ დრომდე გრძელდება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულების დრო რამდენჯერმე გადავადდა.

გომისმთაზე ასვლა ოზურგეთიდან მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი