ახალი ამბები

მოსკოვში ბიზნესცენტრში აფეთქება მოხდა, რუსული მედია აცხადებს, რომ ის უკრაინულმა დრონებმა გამოიწვია

30 ივლისი, 2023 • 1555
მოსკოვში ბიზნესცენტრში აფეთქება მოხდა, რუსული მედია აცხადებს, რომ ის უკრაინულმა დრონებმა გამოიწვია

მოსკოვში, 50-სართულიანი ბიზნეს-ცენტრის მეხუთე-მეექვსე სართულზე აფეთქება მოხდა. რუსული სამთავრობო მედია მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბიზნესცენტრზე შეტევა განხორციელდა ღამით, უკრაინული დრონებით.

“დღეს ღამით განხორციელდა შეტევა უკრაინული დრონებით. მსუბუქად დაზიანდა ქალაქის ორი საოფისე შენობის ფასადები. მსხვერპლი და დაშავებული არ არის”, — აცხადებს მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი.

თუმცა TASS-ის თანახმად, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი — დაცვის თანამშრომელი დაშავდა.

ფოტო: “რია ნოვოსტი”

ფოტო: “რია ნოვოსტი”

რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, თავდასხმაში სამი დრონი მონაწილეობდა, მათგან ერთი გაანადგურეს მოსკოვში, ოდინცოვსკის რაიონში, ორი კი შენობას მოხვდა.

მომხდარიდან გამომდინარე რუსეთის დედაქალაქში დროებით დაკეტეს ვნუკოვოს აეროპორტი.

ამ დროისთვის უკრაინულ მხარეს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.

გარეკანის ფოტო: “რია ნოვოსტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი