ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მდივნად დაინიშნა

28 ივლისი, 2023 • 1822
ჭიაბერაშვილი ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მდივნად დაინიშნა

ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ დღეს, 28 ივლისს გახდა ცნობილი.

“დავთანხმდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი. საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა ფოკუსირებულია და მომდევნო თვეებში გაგრძელდება 3 ძირითადი მიმართულებით:

  1. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება;
  2. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება;
  3. უკრაინისადმი სოლიდარობა და უკრაინასთან საგარეო-პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

ძალა ერთობაშია. საქართველო გაიმარჯვებს”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის პოლიტიკური კარიერა 2004 წელს თბილისის მერის პოსტზე დაიწყო. მანამდე საერთაშორისო საზოგადოება “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს ჭიაბერაშვილი ასევე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში და ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში. 2012 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. არის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ენმ 2016 წელს დატოვა და თანამოაზრეებთან ერთად “ევროპული საქართველო” დააფუძნა. მან “ევროპული საქართველო” და პოლიტიკა 2021 წელს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი