ახალი ამბები

პარლამენტთან რუსეთის ქაღალდის დროშა დაწვეს

27 ივლისი, 2023 • 2464
პარლამენტთან რუსეთის ქაღალდის დროშა დაწვეს

მოქალაქეებმა, რომლებიც ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ, დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქციაზე რუსეთის ქაღალდის დროშა დაწვეს.

თბილისში აქცია მას მერე დაიგეგმა, რაც ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო გემი შემოვიდა, ტურისტებმა კი ქართულ მედიასთან ძირითადად ანტიქართული შინაარსის გზავნილებით ისაუბრეს. საპროტესტო აქცია დაიგეგმა ბათუმშიც.

ფოტო: მოქალაქეები რუსეთის ქაღალდის დროშას წვავენ/ტვ “პირველი”

მასალების გადაბეჭდვის წესი