ახალი ამბები

„სპუტნიკის“ რედაქტორმა პირობით გათავისუფლების შემდეგ ლატვია დატოვა

26 ივლისი, 2023 • 781
„სპუტნიკის“ რედაქტორმა პირობით გათავისუფლების შემდეგ ლატვია დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას ცნობით, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „სპუტნიკ-ლიეტუვის“ მთავარმა რედაქტორმა მარატ კასემმა დატოვა ლატვია, სადაც მას ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობა ჰქონდა.

„კრიმინალური დევნის განახლების შიშით, მარატ კასემმა გამოიყენა შესაძლებლობა და დატოვა ეს ქვეყანა“, –თქვა ზახაროვამ.

მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა. ის რამდენიმე წელია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს მედიაჯგუფში „რასია სევოდნია“, რომელშიც ასევე შედის „სპუტნიკ-ლიეტუვა“. ლიეტუვაში შესვლა კასემს 2019 წელს, ხუთი წლით აეკრძალა. იმავე წლის ივლისში ხელისუფლებამ დაბლოკა „სპუტნიკ-ლიეტუვა“ საავტორო უფლებების დარღვევის მოტივით.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, Sputnik-თან დაკავშირებული რესურსები დაბლოკეს ლატვიაშიც და გამოცემის თანამშრომლები დააკავეს. კასემი გასული წლის 30 დეკემბერს ჩავიდა ლატვიაში, რის შემდეგაც დააკავეს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევისა და ჯაშუშობის ბრალდებით. იგი აპრილის ბოლოს ქვეყნიდან გაუსვლელობით პირობით გაათავისუფლეს.

პროპაგანდისტული „სპუტნიკ ლიეტუვის“ რედაქტორი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი