საზოგადოება

პროპაგანდისტული „სპუტნიკ ლიეტუვის“ რედაქტორი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს

6 იანვარი, 2023 • 1086
პროპაგანდისტული „სპუტნიკ ლიეტუვის“ რედაქტორი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკ ლიეტუვის“ მთავარი რედაქტორი მარატ კასემი ლატვიაში, რიგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს.

„სპუტნიკ ლიეტუვა“ რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „რასია სევოდნიას“ (Russia Today) ნაწილია.

„სპუტნიკისვე“ ცნობით, ლატვიის ხელისუფლებამ მარატ კასემი ორი ბრალდებით დააკავა: 1. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა; 2. შპიონაჟი.

„რასია სევოდნიას“ ხელმძღვანელმა, კრემლის პროპაგანდისტმა დიმიტრი კისილიოვმა ლატვიის ხელისუფლება „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში“ დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა. ის ბოლო წლებში მოსკოვში, რუსეთის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებაში მუშაობდა.

რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, მათ შორის, „სპუტნიკის“ მუშაობა ბალტიის ქვეყნებში მნიშვნელოვნად არის შეზღუდული მათი პროპაგანდისტული, დესტრუქციული მუშაობის გამო.

ჯერჯeრობით, ლატვიელ სამართალდამცავებს ოფიციალური ცნობები მარატ კასემის დაკავებასთან დაკავშირებით არ გაუვრცელებიათ.

ფოტოზე: მარატ კასემი, სპუტნიკ ლიეტუვის რედაქტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი