ახალი ამბები

მასკმა „ტვიტერის“ ლოგო X-ით შეცვალა

24 ივლისი, 2023 • 1947
მასკმა „ტვიტერის“ ლოგო X-ით შეცვალა

რებრენდინგის ფარგლებში, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა Twitter-ის ჩიტის ლოგო X-ით შეცვალა.

Twitter-ის მფლობელის თქმით, „ტვიტებიც“ შეიცვლება და პოსტებს X-ები დაერქმევა.

„X.com ახლა გადამისამართდება twitter.com-ზე“ — დაწერა მასკმა.

მანამდე მასკმა თქვა, რომ ის ემშვიდობება „ტვიტერის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ჩიტს“.

Twitter (TWTR), რომელიც დაარსდა 2006 წელს, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა ცისფერ, ფრინველის ემბლემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი