ახალი ამბები

უკრაინამ ყირიმში ტყვია-წამლის საწყობსა და ნავთობბაზაზე დარტყმა განახორციელა

22 ივლისი, 2023 • 2143
უკრაინამ ყირიმში ტყვია-წამლის საწყობსა და ნავთობბაზაზე დარტყმა განახორციელა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ანექსირებულ ყირიმში, ტყვია-წამლის საწყობსა და ნავთობბაზაზე დარტყმა განახორციელეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის საწყობები და ნავთობბაზა დროებით ოკუპირებულ ოქტიაბრსკოეში“, – ნათქვამია უწყების სტრატკომის განცხადებაში.

უკრაინული მხარე აგრეთვე აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია ობიექტებზე დარტყმის შედეგები.

22 ივლისის დილით ტყვია-წამლის დრონებით დაბომბვაზე განაცხადა ნახევარკუნძულის უკანონო, რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი