ახალი ამბები

ორი „ლუზერის“ გაერთიანებით არაფერი შეიცვლება – კალაძე

21 ივლისი, 2023 • 1168
ორი „ლუზერის“ გაერთიანებით არაფერი შეიცვლება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერს შეცვლის.

მისი თქმით, ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემები აქვს, რის ანალიზსაც არ აკეთებენ.

„ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, იმ რეფორმების გაგრძელება, რომელიც წამოწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“, იმ პროექტების დასრულება, რომელიც
მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში მიმდინარეობს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია.

„ვიღაცებისთვის ეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ომი და გამოცადა ის უბედურება, რაც მას მოაქვს“, — დასძინა კალაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და „სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანსს ქმნიან. ალიანსის პრეზენტაცია 20 ივლისს გაიმართა.

“გამარჯვების პლატფორმა”- ენმ და “სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანს ქმნიან

მასალების გადაბეჭდვის წესი