ახალი ამბები

რუსეთში დაამტკიცეს კანონი „ციფრული რუბლის“ შესახებ

19 ივლისი, 2023 •
რუსეთში დაამტკიცეს კანონი „ციფრული რუბლის“ შესახებ

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კანონს „ციფრული რუბლის“ შემოღება-რეგულირებაზე. რუბლის ციფრული ვერსია, უნაღდო და ნაღდ რუბლებთან ერთან, რუსეთის ოფიციალური ვალუტა გახდება, წერს „რია ნოვოსტი“.

ციფრული რუბლის გამოყენებას რუსეთში გადახდებისთვის და გადარიცხვებისთვის გეგმავენ. მათში კრედიტის აღება ან ანაბრის გახსნა არ იქნება შესაძლებელი. სარგებელი არ დაირიცხება მომხმარებლის საფულეზე არსებულ ნაშთზეც.

ციფრული ვალუტის გამოყენება ფიზიკური პირებისთვის უფასო იქნება, ხოლო ბიზნესს 0,3%-ის საკომისიოს გადახდა მოუწევს.

ციფრული ვალუტის გამოყენებას რუსეთში, სავარაუდოდ, პირველი აგვისტოდან დაიწყებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი