ახალი ამბები

ყირიმში 4 სოფლის ევაკუაცია მიმდინარეობს პოლიგონზე აფეთქებების გამო

19 ივლისი, 2023 • 1161
ყირიმში 4 სოფლის ევაკუაცია მიმდინარეობს პოლიგონზე აფეთქებების გამო

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის კიროვსკის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე დილიდან აფეთქებებია, რის გამოც 4 სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ყირიმელი თათრების ერთ-ერთი ლიდერის, რეფატ ჩუბაროვის განცხადებით, ოთხი სოფლიდან (კრინიჩკი, აივაზოვსკოე, აბრიკოსოვკა და პრივეტნოე) დაახლოებით 2 225 ადამიანი სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული „უზარმაზარ საბრძოლო საცავში აფეთქებების გამო“.

საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუაცია პოლიგონზე ხანძრის გამო მიმდინარეობს და 2 დღეზე მეტხანს არ გასტანს.

ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ საწვრთნელ მოედანზე ხანძრის გამო ტავრიდის გზატკეცილი გადაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი