ახალი ამბები

ენმ-ის პოლიტსაბჭომ პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პოზიციაზე დანიშნა

18 ივლისი, 2023 • 1049
ენმ-ის პოლიტსაბჭომ პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პოზიციაზე დანიშნა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნენ.

მათ შორისაა ალექსანდრე კრევო-ასათიანი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა. თუმცა ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები შემდეგ თანამდებობებს დაიკავებენ:

1. თათია ნიკოლაშვილი – პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2. ირაკლი ფავლენიშვილი – გენერალური მდივნის მოადგილე;
3. ნიკოლოზ ჭურაძე – კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი;
4. ვანო მაღალაშვილი – აღმასრულებელი მდივნის მოადგილე;
5. გვანცა გაზდელიანი – იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე;
6. ედო ჯავახიძე – სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი;
7. ალექსანდრე კრევო-ასათიანი – საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე;
8. გიგი გიგიტელაშვილი – სამდივნოს აპარატის უფროსი;

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და, შესაბამისად, ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. ამიტომ პოლიტსაბჭოზე იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის. ეს  გულისხმობს იმას, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ ამ თვეებში აქტიურად ხედავთ ტელეეკრანებზე სხვადასხვა საკრებულოსა და საჯარო სივრცეში, შესაძლებლობა მიეცემათ, თავად იყვნენ ენმ-ში წარმმართველები და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებები“, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

პარტიის ცნობით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს: საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა; ქვეყანაში მიმდინარე, აქტუალური პოლიტიკური საკითხები; პარტიის მიერ განხორციელებული კამპანიური პროგრამების  (საპენსიო რეფორმა, სასკოლო კვების პროგრამა, ტარიფების დაწევვის მოთხოვნა) მიმდინარეობა და რეგიონალური დეპარტამენტის მიერ რაიონების პრობლემების პასპორტიზაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა და მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი