ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“  ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

18 ივლისი, 2023 • 589
„ნაციონალური მოძრაობის“  ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ენმ-ის წევრები აცხადებენ, დღეს აბსოლუტურად ყველა საკითხზე იმსჯელებენ, რაც პარტიის სამომავლო საქმიანობას შეეხება, მათ შორის, საარჩევნოდ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზეც.

მათივე თქმით, პოლიტსაბჭოზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მიხეილ სააკააშვილის მდგომარეობა იქნება.

„პოლიტსაბჭოზე საუბარი იქნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ახალგაზრდების ჩართულობაზე და მათი როლის გაზრდაზე პარტიაში […] ენმ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, მას თავად აქვს გაცხადებული, რომ ის ერთვება ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად, მსჯელობა იქნება ამ საკითხებზე“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას გარიცხვას, ნადირაძის თქმით, მსგავსი რამის განხილვა პოლიტსაბჭოზე არ იგეგმება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი