ახალი ამბები

პოლონეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენეს – 15 წლამდე ბავშთან სექსუალური ქმედების ჩადენა

18 ივლისი, 2023 • 926
პოლონეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენეს – 15 წლამდე ბავშთან სექსუალური ქმედების ჩადენა

პოლონეთში დაკავებულ საქართველოს 48 წლის მოქალაქეს გამოძიება 15 წლამდე ბავშთან სექსუალური ქმედების ჩადენასა და ჩადენის მცდელობას ედავება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა გამომძიებლებს მომხდარის საკუთარი ვერსია უამბო. ის ბრალს არ აღიარებს. თუმცა, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული წლები ცხოვრობდა ქალაქ ბიტომში, სადაც ერთ-ერთ საცურაო აუზზე ყოფნისას სამმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ჩადენაში დაადანაშაულა.

დაკავებული, საქართველოს სამ სხვა მოქალაქესთან ერთად, აუზის დაცვამ დააკავა. ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, პოლონური მედიის ცნობით, სცადეს, სამართლის აღსრულება „საკუთარ ხელში“ აეღოთ. ადგილზე, მათ დასაშლელად, პოლიციის ძალები მივიდნენ და სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი