პოლონეთის ქალაქ ბიტომში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. კონკრეტულად რა მუხლით წარუდგენენ მათ ბრალს, დღეს გადაწყდება.

პოლიციის ცნობით, დაკავებულებები საცურაო აუზთან 11-13 წლის არასრულწლოვნების მიმართ „შეუსაბამო ქმედებებში“ დაადანაშაულეს – კერძოდ, არასრულწლოვანი გოგოს თქმით, ერთ-ერთმა დაკავებულმა სცადა, მას აკიდებოდა. ამავეში ადანაშაულებს მას აუზში მყოფი ორი სხვა არასრულწლოვანი. „ვიზეგრადის“ ინფორმაციით, დაკავებულები დაადანაშაულეს ბავშვების სექსუალურად შევიწროებაში.

აუზის დაცვამ დააკავა ბრალდებულები, თუმცა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ცდილობდნენ, „თავად აღესრულებინათ სამართალი“, იტყობინება ადგილობრივი მედია. მათ დასაშლელად და ბრალდებულთა დასაკავებლად პოლიციას სპეციალური ზომების გამოყენება მოუწია.