ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“2023 წელს საქართველოსთან საზღვარზე 400-ზე მეტი ადამიანი დავაკავეთ” – სოხუმი

13 ივლისი, 2023 • 2619
“2023 წელს საქართველოსთან საზღვარზე 400-ზე მეტი ადამიანი დავაკავეთ” – სოხუმი

აფხაზური მხარის ცნობით, 2023 წლიდან ექვს თვეში აფხაზეთისა და რუსეთის მესაზღვრეებმა ქართულ-აფხაზურ გამშვებ პუნქტზე სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გამო 400-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს.

აფხაზური მხარის ინფორმაციითვე, 400-დან ექვს შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.

აფხაზური მხარის მონაცემებითვე, 2022 წელს 1200 -ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს, რაც, ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია 2021 წელთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი