ახალი ამბები

უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“ – სააკაშვილი

12 ივლისი, 2023 • 1207
უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“ – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, „მშრალზე“ და ძალიან საშიშ ზონაში დარჩა.

სააკაშვილის განცხადება მის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი ამბობს, გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია.

„გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა, საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა. საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად  შეეძლო, უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.

საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე. ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში. გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.


ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ჩაიწერა, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის(MAP) საჭიროებას.

რაც შეეხება საქართველოს, კომუნიკეში წერია, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება ძალაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი