ახალი ამბები

რუსეთში „იანდექსსა“ და სხვა ტაქსის სერვისებს ფსბ-სთვის ინფორმაციის გადაცემა მოუწევთ

11 ივლისი, 2023 • 880
რუსეთში „იანდექსსა“ და სხვა ტაქსის სერვისებს ფსბ-სთვის ინფორმაციის გადაცემა მოუწევთ

2023 წლის პირველი სექტემბრიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ფსბ] შეძლებს, ტაქსის სერვისების, მათ შორის „იანდექსის“, საინფორმაციო ბაზებზე წვდომა მიიღოს. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა.

ამგვარად, ტაქსის სერვისები ვალდებულნი იქნებიან, ფსბ-ს 24/7-ზე მიაწოდონ უწყებისთვის საინტერესო ინფორმაცია.

2022 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ტაქსის სერვისები და მძღოლები ვალდებულები არიან, ექვსი თვის განმავლობაში შეინახონ მონაცემები მგზავრობებზე და მოთხოვნისამებრ, ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს გადასცენ.

რუსეთისა და საქართველოს გარდა, “იანდექს ტაქსი” არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ოპერირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი