ახალი ამბები

დევნილები დახმარების მოლოდინში

20 ივლისი, 2010 • • 1086
დევნილები დახმარების მოლოდინში

ამ წუთებში კოსტავას ქუჩაზე გამომცემლობა ”სამშობლოს” წინ შეკრებილი დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან. სამინისტროდან მათთან ჯერ არავინ მისულა.

დევნილების თქმით, ერთი კვირის წინ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა ისინი გააფრთხილა, რომ შენობის გასხვისების გამო, მათ საცხოვრებლის დატოვება მოუწევდათ.

გუშინ დევნილებმა გაფრთხილება შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც მიიღეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ აცნობეს, რომ შენობა ექვსი დღის ვადაში უნდა დაცალონ.

გამომცემლობის წინ შეკრებილი დევნილები ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართსა და მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ.

კოსტავას 14 ნომერში მცხოვრებ დევნილ მერი მალანიას თქმით,  დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე განცხადება დაწერეს. განცხადებაში ისინი ითხოვენ, რომ მთავრობამ თავშესაფრით დააკმაყოფილოს.

აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ამ საკითხის თაობაზე ნეტგაზეთი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვერ დაუკავშირდა. ტელეფონის ნომერზე, რომელიც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, არავინ პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი