ახალი ამბები

პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! – როთი

9 ივლისი, 2023 • 2622
პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! – როთი

გერმანიის პარლამენტის(ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს.

„სამწუხაროა, სოლიდარობა თბილისი პრაიდს და მადლობა ჩვენს დებსა და ძმებს ევროპული ღირებულებებისადმი მამაცური ერთგულებისთვის. პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! ლგბტქი უფლებები არის ადამიანის უფლებები. ყოველთვის და ყველგან. სიყვარული არის სიყვარული“, – წერს როთი ტვიტერზე.


პრაიდის ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის უნდა გამართულიყო  ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი