ახალი ამბები

ალტ-ინფო: „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ ანგარიშები დაგვიბლოკეს

7 ივლისი, 2023 • 3533
ალტ-ინფო: „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ ანგარიშები დაგვიბლოკეს

ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ თქმით, საქართველოს ორმა უმსხვილესმა ბანკმა – „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ – საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს. ამის შესახებ მოძრაობის წევრები იუწყებიან ფეისბუკზე.

თავად ბანკები ჯერჯერობით არ აკეთებენ ოფიციალურ განცხადებებს. თუმცა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, „თიბისიმ“ ანგარიში „ალტ-ინფოს“ მართლაც დაუბლოკა.


უკვე რამდენიმე დღეა, „ალტ-ინფო“ მხარდამჭერებისგან შემოწირულობებს აგროვებს, რათა „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლა სცადოს.

სწორედ „ალტ-ინფო“ მოუწოდებდა მხარდამჭერებს 2021 წლის 5 ივლისს „პრაიდის“ ჩაშლისკენ, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეიჭრნენ და დაარბიეს უფლებადაცვითი ორგანიზაციების ოფისები.

მასალების გადაბეჭდვის წესი