ახალი ამბები

შსს-მ საგარეჯოს ინციდენტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

6 ივლისი, 2023 • 972
შსს-მ საგარეჯოს ინციდენტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [ჯგუფური ძალადობა] დაიწყო.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, საგარეჯოში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აგრესიულად განწყობილი პირები დახვდნენ. ასევე, პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, ქვა მოარტყეს თავში პარტიის ერთ-ერთ წევრს.

„ნაცმოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი