ახალი ამბები

საგარეჯოში თავდასხმისას ენმ-ის წევრს ქვა მოარტყეს – ხაბეიშვილი

6 ივლისი, 2023 • 1140
საგარეჯოში თავდასხმისას ენმ-ის წევრს ქვა მოარტყეს – ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმისას თავში მოხვდა ქვა ზაზა ციციშვილს.

ხაბეიშვილის მტკიცებით, ეს ქვა ისროლა საგარეჯოს საკრებულოს წევრმა. როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, საგარეჯოში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აგრესიულად განწყობილი პირები დახვდნენ.

„ნაცმოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ამჟამად დეტალებს არკვევენ.

განახლება [17:53]: შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 126-ე, ანუ ჯგუფური ძალადობის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი