ახალი ამბებირეკლამა

ახალი ლუდი EFES Special საქართველოს ტყეზე ზრუნვის პლატფორმის პირველი პარტნიორი გახდა

5 ივლისი, 2023 • 686
ახალი ლუდი EFES Special საქართველოს ტყეზე ზრუნვის პლატფორმის პირველი პარტნიორი გახდა

„ეფესის“ განსაკუთრებული სერია EFES Special უკვე საქართველოშია. კომპანია „ეფეს საქართველომ“ ახალი პროდუქტი საზოგადოებას ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში „ეფეს საქართველოსა“ და „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Efes Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. პროდუქტის კომუნიკაცია და არსი სრულად დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე – ახალი EFES-ის შეძენისას ავტომატურად ხდები ტყის მეგობარი!

1

„ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში „ტყის მეგობარი“. ლუდი „EFES Special“, „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში, თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე იზრუნებს.

2

„ტყის მეგობარი“ საქართველოს ტყეზე ზრუნვის, მოვლისა და აღდგენისთვის საზოგადოების გაერთიანების მიზნით შეიქმნა. „ტყის მეგობარი“ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბრენდი „EFES Special“ „ტყის მეგობრის“ თიანეთის სატყეო უბნის სიმონიანთხევის კვარტალში მდებარე 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე იზრუნებს. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „Efes Special-ის“ მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე.

შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!

მასალების გადაბეჭდვის წესი