ახალი ამბები

შოლცის თქმით, არ ელის, რომ უკრაინის კონტრიერიშში „ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება შეიცვალოს“

5 ივლისი, 2023 • 1424
შოლცის თქმით, არ ელის, რომ უკრაინის კონტრიერიშში „ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება შეიცვალოს“

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ არც ახლა და არც აქამდე მიიჩნევდა, რომ უკრაინის კონტრიერიშის მიმდინარეობისას „ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება შეიცვალოს“.

როგორც მან რუმინეთის პრემიერ მარჩელ ჩოლაკუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინულმა ძალებმა თავიანთი შეტევითი ოპერაციები „ძალიან მიზნობრივად“ დაგეგმეს, იტყობინება „დოიჩე ველე“.

ამავე ბრიფინგზე შოლცმა აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება, ვინაიდან წევრობის ერთ-ერთი კრიტერიუმი მიმდინარე კონფლიქტების არარსებობაა. თუმცა გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა „ნატოს მხრიდან უკრაინის დიდი პრაქტიკული მხარდაჭერის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კიევის დახმარება კვლავაც გაგრძელდება.

შოლცის თქმით, გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად დასახმარებლად და ამასთან ერთად, ბევრი სხვა ქვეყანაც შეძლებს, კიევს დახმარება გაუწიოს „ერთი, ორი, სამი ან, თუ საჭიროა, მეტი წლის განმავლობაშიც“.


უკრაინამ კონტრიერიში დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე, გაათავისუფლა რამდენიმე პატარა დასახლებული პუნქტი.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი