ახალი ამბები

„პოლიცია მობილიზებულია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული“ — კობახიხე პრაიდის კვირეულზე

4 ივლისი, 2023 • 2156
„პოლიცია მობილიზებულია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული“ — კობახიხე პრაიდის კვირეულზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიცია მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩატარდეს.

ამის შესახებ მან დღეს, 4 ივლისს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოსთვის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ სექსუალური უმცირესობის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა და დაცვაა.

“ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მაქსიმალურად მობილიზებული, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება თბილისში 8 ივლისს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი