ახალი ამბები

სერგეი შოიგუ პირველად გამოეხმაურა პრიგოჟინის „ამბოხს“

3 ივლისი, 2023 • 5922
სერგეი შოიგუ პირველად გამოეხმაურა პრიგოჟინის „ამბოხს“

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თითქმის ორი კვირის შემდეგ, პირველად გამოეხმაურა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მოწყობილ „ამბოხს“. შოიგუს მტკიცებით, „პროვოკაციამ“ ვერ იმოქმედა უკრაინაში ომზე.

„ეს გეგმები ჩავარდა უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალების პირადმა შემადგენლობამ გამოავლინა ერთგულება ფიცისა და მეომრის ვალის მიმართ. პროვოკაციამ ვერ მოახდინა გავლენა ჯარის მოქმედებებზე. სამხედროები მამაცურად და თავგანწირვით აგრძელებდნენ დასახული ამოცანების ამოხსნას“, – ციტირებს მას „რია ნოვოსტი“.


პრიგოჟინმა, რომელიც უკვე საკმაო ხანია შოიგუსთან ღია კონფლიქტის რეჟიმშია, 23 ივნისს დაიწყო თავისი „სამართლიანობის მარში“ მოსკოვზე და ერთ-ერთ მოთხოვნად სწორედ შოიგუს გადაყენება დაასახელა. „ამბოხი“ მეორე დღესვე, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შედეგად დაასრულა.

„ამბოხის“ მიმდინარეობისას შოიგუ საჯაროდ არ გამოჩენილა, ხოლო 26 ივნისს მისმა უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, მოსკოვის მტკიცებით, ფრონტზე იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი