ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“2012 წლის მერე დევნილებისთვის ბიუჯეტი გავაათმაგეთ, აქ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება”

30 ივნისი, 2023 •
“2012 წლის მერე დევნილებისთვის ბიუჯეტი გავაათმაგეთ, აქ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება”

“ბოლო წლებში სერიოზული წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებისთვის საბინაო პოლიტიკის შესახებ საუბრისას.

“შედარებითვის თუ ავიღებთ 2012 წელს, რა ბიუჯეტი დაგვხვდა, ეს იყო დაახლოებით 25 მილიონი ლარი. წელს ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია. თითქმის, გავაათმაგეთ. აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ.  დღემდე 32 ათასამდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართები”.

მისივე თქმით, ამჟამად მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს საქართველოს დიდ ქალაქებში და “დამატებით 13 ოჯახს გადაეცემა ბინები, მათ შორის, სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში 7 ათასი ოჯახს”.

2023 წლის მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 92 000 დევნილი ოჯახი, ჯამში,  292 887 იძულებით გადაადგილებული პირი.

1992-1993 წლების ომის დასრულების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილებისთვის არ არსებობდა სახელმწიფო განსახლების პროგრამა. ოფიციალური პოლიტიკა ქვეყანამ 2007-2008 წლებში, ომის დასრულებიდან 14 წელიწადში შეიმუშავა. იმის მიუხედავად, რომ წლიდან წლამდე დევნილების გარკვეულ რაოდენობას სახელმწიფო ბინას გადასცემს, ექსპერტების  მოსაზრებით, პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

ნორმალური ცხოვრების მოლოდინში | დევნილთა უბინაობის პოლიტიკა

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი