ახალი ამბები

ძაღლის ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა

28 ივნისი, 2023 • 1236
ძაღლის ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა

ღია სივრცეებში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე 150-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. ამის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 ივნისს, 76 ხმით დაამტკიცა.

ასევე, ცვლილებების თანახმად, წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მფლობელი 300 ლარით დაჯარიმდება.

მანამდე ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ბინადარი ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე ყოლა 20 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო იმავეს განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი