ახალი ამბები

NYT: რუსმა გენერალმა სუროვკინმა იცოდა პრიგოჟინის ამბოხის შესახებ

28 ივნისი, 2023 •
NYT: რუსმა გენერალმა სუროვკინმა იცოდა პრიგოჟინის ამბოხის შესახებ

გენერალმა და უკრაინაში რუსეთის ძალების ყოფილმა მეთაურმა, სერგეი სუროვკინმა იცოდა ევგენი პრიგოჟინის „ამბოხის“ გეგმის შესახებ, უთხრეს „ნიუ იორკ ტაიმსს“ ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა.

მათივე თქმით, ახლა ცდილობენ გაიგონ, დაეხმარა თუ არა სუროვკინი პრიგოჟინს „ამბოხის“ დაგეგმვაში.

„ტაიმსის“ წყაროები ასევე საუბრობენ სხვადასხვა ნიშანზე, რომლებზე დაყრდნობითაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ძალისმიერად შეცვლას სხვა გენერლებიც უჭერდნენ მხარს. ამერიკელი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების თქმით, პრიგოჟინი არ დაიწყებდა ამბოხს, თუ დარწმუნებული არ იქნებოდა, რომ სხვა ჩინოვიკები მის „ამბოხს“ მხარს დაუჭერდნენ.

გარდა ამისა, სუროვკინის სხეულის ენაზე დაკვირვების შემდეგ, „ტაიმსთან“ საუბარში ყოფილი ამერიკელი თანამდებობის პირი ამბობს, რომ ვიდეოში, რომელშიც სუროვკინი პრიგოჟინს გაჩერებისკენ მოუწოდებდა, იგი „მძევალს“ ჰგავდა.


24 ივნისის ღამეს გამოქვეყნდა სუროვკინის მიმართვა, რომელშიც იგი პრიგოჟინს მოუწოდებდა „ამბოხის“ შეჩერებისკენ.

სუროვკინსა და შოიგუს, მედიის ცნობით, საკმაო ხანი ჰქონდათ კარგი ურთიერთობები – პრიგოჟინი მას ხშირად საჯაროდაც აქებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი