ახალი ამბები

„გენერალი სუროვიკინი ჯანმრთელია, ოჯახთანაა, სახლშია“ — სობჩაკი

4 სექტემბერი, 2023 • 4482
„გენერალი სუროვიკინი ჯანმრთელია, ოჯახთანაა, სახლშია“ — სობჩაკი

ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა რუსეთის არმიის გენერლის, სერგეი სუროვიკინის ფოტო.

„გენერალი სუროვიკინი გამოვიდა. ცოცხალია, ჯანმრთელია, ოჯახთანაა სახლში, მოსკოვში“, — წერს სობჩაკი. მისივე ინფორმაციით, ფოტო დღეს, 4 სექტემბერს არის გადაღებული.

სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი იყო, 2022 წლის ოქტომრბიდან 2023 წლის იანვრამდე კი ხელმძღვანელობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

სუროვიკინი საჯარო სივრცეში მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ მიმდინარე წლის ივნისის მიწურულს რუსეთში ამბოხი მოაწყო.

იყო სპეკულაციები, თითქოს სუროვიკინი, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, „ვაგნერთან“ კავშირის გამო დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი