ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, მამუკაც და ბექაც დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაგვიძახებენ – წილოსანი

27 ივნისი, 2023 • 1337
დარწმუნებული ვარ, მამუკაც და ბექაც დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაგვიძახებენ – წილოსანი

„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელები აუცილებლად შეასრულებენ თავიანთ დაპირებს, თუ მათ პრორუსებს დაუძახებენ. ამის შესახებ მან დღეს, 27 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საუბარია „ქართული ოცნების“ წევრების, ბექა ოდიშარიას და მამუკა მდინარაძის განცხადებებზე. ოდიშარიას თქმით, ვინც მმართველი გუნდის წევრებს პრორუსს დაუძახებს, „მიიღებს ცხვირ-პირში“. მდინარაძის თქმით კი, ვინც მათ „მოღალატეს“ დაუძახებს, შეაგინებს.

წილოსანის გამოსვლამდე სწორედ ოდიშარიას და მდინარაძის განცხადებებს გამოეხმაურა ენმ-ის წევრი ანი წითლიძე და „ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ ისინი არა პრორუსები, არამედ რუსები არიან.

„ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავიანთ დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, რადგან იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორი სახეც ხართ, იმ სახით“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი