გენერალი სერგეი სუროვკინი, უკრაინაში რუსული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ევგენი პრიგოჟინს, რომელმაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება დააანონსა, შეჩერებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, სუროვკინის გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის სამხედრო ტექნიკის თავის ადგილას დაბრუნებაზე საუბრობს, მიანიშნებს, რომ პრიგოჟინმა მართლაც დაიწყო „მარში სამართლიანობისთვის“.
„მოგიწოდებთ შეჩერდეთ… ქვეყნისთვის რთულ დროში, სანამ გვიანი არაა, აუცილებელია დაემორჩილოთ სახალხოდ არჩეული პრეზიდენტის ბრძანებას, შეაჩეროთ კოლონები, დააბრუნოთ მუდმივი დისლოკაციის ადგილას“, – აცხადებს გენერალი.
23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა ბრალი დასდო თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. შოიგუ და პრიგოჟინი საკმაო ხანია, კონფლიქტის რეჟიმში არიან. პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერელებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ ბოროტება, რომელიც ქვყენის სამხედრო ხელისუფლებას მოაქვს. „ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურეს, მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე გაანადგურა, დაისჯება“, – ხაზს უსვამს იგი და „ყველას“ მოუწოდებს, არ გაუწიონ წინააღმდეგობა „ვაგნერელებს“.
დეტალურად რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე იხილეთ „ნეტგაზეთის“ განახლებადი სტატია:







