ახალი ამბები

დეგნანი: „აშშ მიესალმება გვარამიას შეწყალებას“

23 ივნისი, 2023 • 759
დეგნანი: „აშშ მიესალმება გვარამიას შეწყალებას“

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

დიპლომატის განცხადებით, აშშ მიესალმება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება [გვარამიას დაპატიმრებაზე – რედ.], რასაც მეგობრები აკეთებენ. ეს [შეწყალება] იყო პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, პრეზიდენტი დიდი პასუხისმგებლობით და სერიოზულობით უდგება ამ უფლებას. აშშ მიესალმება [გვარამიას] შეწყალებას. ეს საქმე თავიდანვე იყო პრობლემური. გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლარიზაციისა და საზოგადოების გახლეჩის შემცირებისკენ“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი