ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა

22 ივნისი, 2023 • 1351
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა. როგორც თავად თურნავამ დღეს, 22 ივნისს განაცხადა, საბჭოს 7 წევრიდან მხარი დაუჭირა 5-მა წევრმა.

შესაბამისად, თურნავა შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მანამ, სანამ ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა აქამდე არ არსებობდა. შესაბამისი ცვლილებები კანონში „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ შეიტანა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად პარლამენტისთვის წარედგინა „ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატი.

სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღო, რომელიც პრეზიდენტის ფუნქციას მანამ შეასრულებს, სანამ ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ.

იმ მოტივით, რომ აღნიშნული ცვლილება საფრთხეს უქმნიდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა მმართველმა პარტიამ ვეტო მიმდინარე წლის 13 ივნისს დაძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი